თეგებით ძიება

ვიდრე ჩვენ გავარკვევთ ვისია მიშა, ვის გავატანოთ, იყოს იქ სადაც არის - რას ამბობს დიმიტრი ხუნდაძე?

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ ვიდრე გავარკვევთ ვისია მიშა, ვის გავატანოთ, იქ უნდა იყოს სადაც არის.

ხუნდაძის თქმით, სააკაშვილისთვის მთავარია ის, ვინც მას ხელისუფლებაში დაბრუნებაში შეუწყობს ხელს.

„ჩვენ ვსაუბრობდით, რომ საქართველოში მის შემოსვლას აგენტოკრატიის ჯგუფმა შეუწყო ხელი ძირითადად დასავლეთიდან, მაგრამ მისი დედა ამბობს, რომ აქ არის რუსეთის ინტერესები. მიხეილ სააკაშვილი თავად ამბობს, მე არ ვარ თქვენი, არ ვარ საქართველოსი და გამიშვით აქედანო. მთავარი არის, რომ ის არ არის ჩვენი. მისთვის მთავარია იყოს იმის, ვინც მას ხელისუფლებაში დაბრუნებაში შეუწყობს ხელს. ვიდრე ჩვენ გავარკვევთ ვისია მიშა, ვის გავატანოთ, იყოს იქ სადაც არის, რათა დავიცვათ მისი ჯანმრთელობა. მთავარია, ვიყოთ ფრთხილად, ფხიზლად და გავითვალისწინოთ მისი ნათქვამი, რომ ის არ არის საქართველოსი და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ყველაფერს გააკეთებს“, – განაცხადა ხუნდაძემ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, გიული ალასანია ოპოზიციის წარმომადგენლებს „პარაზიტებს“ უწოდებს. ჩანაწერში გიული ალასანია ასევე საუბრობს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში რუსეთის ფაქტორზე. გარდა ამისა, ალასანია ჩანაწერში ამბობს, რომ „რუსებსაც არ უნდათ ივანიშვილი“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა