თეგებით ძიება

"ანა ისე იყო დამტვრეული, ადგილზევე დაიღუპა" - შემზარავი ავარიის ახალი დეტალები

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ნუკრიანი-ჩალაუბნის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავარია მოხდა. გარდაცვლილი ქალი, 57 წლის ანა შაიშმელაშვილია. იგი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი იყო.

ახლობლების თქმით, ანა ადგილზე გარდაიცვალა.

"მანქანა ისეთ მდგომარეობაში იყო, ან ვინც გამოაღწია, ნეტავ როგორ გადარჩა. ანა ისე იყო დამტვრეული, ადგილზევე დაიღუპა. უწესიერესი ქალი იყო, ყველასთვის საყვარელი, მთელი სოფელი დასტირის“,- ამბობს გარდაცვლილის ახლობელი.

ავტოსაგზაო შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, გუშინ, საღამოს მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა, სავარაუდოდ, მოცურდა და ხევში გადავარდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა