თეგებით ძიება

სენაკში სამგზავრო მიკროავტობუსს ხე დაეცა - არიან დაშავებულები

სამეგრელოში, ქალაქ სენაკში სამგზავრო მიკროავტობუსს ხე დაეცა.

დაშავდა 3 ადამიანი. ისინი სენაკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები იმყოფებიან და შექმნილია საგანგებო შტაბი, რადგან დღის მეორე ნახევარში ქარის გაძლიერებას ელოდებიან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა