მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სია საზოგადოებისთვის ხვალ, ან ზეგ გახდება ცნობილი - შალვა ხაჭაპურიძე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებული სია საზოგადოებისთვის ხვალ, ან ზეგ გახდება ცნობილი.
„განვიხილეთ ეს მტკიცებულებები, გავიარეთ გარკვეული გვარებიც და საკითხი გადმოდის ადვოკატების ხელში. მადლობა მინდა, გადავუხადო ხატია დეკანოიძეს და იურიდიულ ჯგუფს, რომლებმაც ამ საკითხში საერთაშორისო მიმართულებით განახორციელეს საკმაოდ საინტერესო, სერიოზული და შრომატევადი სამუშაო. ეს სიები ხვალ-ზეგ გახდება უკვე ცნობილი საზოგადოებისათვის, თუმცა ეს არ იქნება ბოლო, ეს იქნება ცოცხალი სია.
რაც შეეხება პოლიტიკურ ფიგურებს, იქნებიან ეს დეპუტატები თუ სხვა თანამდებობის პირები, ამ სიაში არ იქნებიან მოხვედრილი, რადგან ამ სიას და ამ ქეისს აქვს თავისი სტანდარტი. ასევე არ მოხვდება არც ერთი ისეთი ადამიანი, რომელზეც არ იქნება უტყუარი მტკიცებულება“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.