"ძლიერი ქარიშხლის გამო, თავი შეიკავეთ ქუჩაში გადაადგილებისგან შემდეგ ქალაქებში" - მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილება
მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე საზოგადოება უამინდობის შესახებ აფრთხილებს და რიგ ქალაქებში ქუჩაში გასვლისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
"ძლიერი ქარიშხლის გამო განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავეთ ქუჩაში გადაადგილებისგან შემდეგ ქალაქებში, გურია - ოზურგეთი, ჩოხატაური, ლანჩხუთი ასევე მთიანი სოფლები, სამეგრელო - ფოთი, ზუგდიდი და ა. შ, იმერეთი - თითქმის ყველგან, განსაკუთრებით ქუთაისში, აჭარა - გოდერძის უღელტეხილი
გასული დღე ღამის განმავლობაში, დასავლეთ საქართველოში ძლიერი შტორმული ქარი ქრის 33 მ\\წმ-ში, რომელიც დღეს და ხვალ არ ჩადგება.
მხოლოდ იმერეთში ძლიერი ქარის გამო ღამით 69 შენობა და ათამდე ავტომანქანა დაზიანდა, ინფრასტრუქტურის დაზიანება ფიქსირდება ყველა რეგიონში.
მეტეოროლოგი - კობა ფარტენაძე
საზოგადოებრივი მაუწყებელი- აჭარის ტელევიზია და რადიო