თეგებით ძიება

ყოველდღე იკლებს ნახევარ კილოს... - რას ამბობს გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე?

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ მისი შვილის სასამართლო პროცესების გაჭიანურება ხდება.

"ყოველდღე იკლებს ნახევარ კილოს ადამიანი და გუშინ არაერთხელ გაიჟღერა იმ პროცესზე, რომ არის კახექსია, რომელიც არის ძალიან მძიმე დაავადება, სხვათა შორის, ვინც არ იცის. უარყოფითად აფასებს, ისევე როგორც მე, იმიტომ რომ როცა ადამიანზე გამოდიან ასეთი პროფესიონალები და ყველა ერთხმად ამბობს, რომ არის გადაუდებელი შემთხვევა და ყოველ წუთს შეიძლება ფატალურად დამთავრდეს, ამის ასე ერთი კვირით გადადება რას ნიშნავს აბა, თუ არა გაჭიანურებას“, - განაცხადა ალასანიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა