ნაძვის ხე, პირდაპირი გაგებით, შემოვიდა ოჯახში - ქუთაისში ქარის შედეგად მოგლეჯილი ხე კორპუსს დაეცა
ქუთაისში ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხე ორსართულიან კორპუსს დაეცა.
"პირდაპირი გაგებით, ნაძვის ხე შემოვიდა ოჯახში. მეზობელმა დამიკაკუნა, ბავშები სახლს მოარიდეო, გავიხედე, ხე ირყეოდა, მიწიდან ფილები იყრებოდა. დავრეკე 112-ში, ცოტა დაგვაინებით მოვიდნენ, იმიტომ რომ ქუთაისში საგანგებო მდგომარეობა. ჯერ სახურავიდან ხე არ არის აღებული, ვნახოთ, დაზიანება მერე გამოჩნდება", - ამბობს კორპუსში მცხოვრები.
ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა.
ამ დროისთვის, დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ძლიერი ქარია.