თეგებით ძიება

"უკრაინელმა ჯამბაზმა, მიხაილო პოდოლიაკმა ყველა არსებული წითელი ხაზი გადაკვეთა" - დავით ჩიხელიძე

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში უკრაინის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ „ქართველმა ხალხმა, სამწუხაროდ, უდიდესი შეცდომა დაუშვა, როდესაც თავის დროზე ასეთი მთავრობა აირჩია“.

"უკრაინელმა ჯამბაზმა, ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ყველა არსებული წითელი ხაზი გადაკვეთა. პოდოლიაკი ცნობილია ანტიქართული განცხადებებით, მაგრამ გუშინდელ დღემდე მის უკმაყოფილებას მხოლოდ მმართველი გუნდი იწვევდა, გუშინ კი ქართველი ხალხი შეურაცხყო, ქართველი ხალხის შეურაცხყოფა უპასუხოდ არ უნდა დარჩეს! პოდოლიაკის განცხადებით "ქართველმა ხალხმა, სამწუხაროდ, უდიდესი შეცდომა დაუშვა, როდესაც თავის დროზე ასეთი მთავრობა აირჩია" პოდოლიაკს არ აქვს უფლება ქართველი ხალხი/ ქართველი ამომრჩეველი შეურაცხყოს და მათი არჩევანი ეჭვქვეშ დააყენოს. მორალურად მესმის ქართველი თანამდებობის პირების, რომლებიც უკრაინელთა მსგავს განცხადებებს უპასუხოდ ტოვებენ, რადგან უკრაინა ომშია და არ სურთ ომში მყოფი ქვეყნის ღია კრიტიკა, მაგრამ ომი გამამართლებელ საბაბად ვერ და არ გამოდგება, ისეთ ნაძირალას როგორიც პოდოლიაკია მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს. აუცილებელია კასიანოვის დაბარება და მისგან ახსნა განმარტების მოსმენა, საპროტესტო ნოტის გადაცემა და ა.შ. როდემდე ვითმინოთ უკრაინელთა აბსურდული განცხადებები და მენტორული ტონი? საკმარისია, არცერთი სიტყვის გატარება არ შეიძლება!", - წერს დავით ჩიხელიძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა