"სამწუხაროა, რომ ადამიანები მეგობრებად ასაღებენ თავს და 10 დღის მანძილზე ის არც კი გახსენებიათ ახალწელსაც კი, რომ მიელოცათ" - კრისტი ლაბაძე ლიზა ქისტაურზე
გერმანიაში მცხოვრები ტრანსგენდერი ქალი, კრისტი ლაბაძე სოციალურ ქსელში ტრანსგენდერ, ლიზა ქისტაურის შესახებ წერს.
მისი თქმით, გარკვეულმა პირებმა მისი ცნობადობა გამოიყენეს და მოირგეს გულშეწუხებულების იმიჯი.
"ლიზას ოჯახის პიზიცია ჩემთვის ცოტა უცნაურია , რომ სამძიმარსა თუ ბოლო გზაზე არავინ დაიშვება . მაშინ როდესაც ლიზას ამბავი გავიგეთ ყველა ფეხზე დავდეგით ! სამწუხაროა , რომ ადამიანები მეგობრებად ასაღებენ თავს და 10 დღის მანძილზე ის არც კი გახსენებია ახალწელსაც კი , რომ მიელოცათ ან დაეპატიჟათ მასთან მითუმეტეს სულ მარტო იყო ! ახლა ეს ვითომ მეგობრები ზიან და საზოგადოებაში თავს იწონებენ , რომ ბოლო სიტყვა თქვეს . ისიც ვიცით ვისი განზრახვაც არის და ვინ ჩააწვეთა ეს ოჯახს მაგრამ არ მესმის და ვერ გავიგებ პოზიციას აწუხებდე ადამიანებს ვისაც არ იცნობ , ეძებდეს , წუხდეს და მისვლას უკრძალავდე ! სულ ესა თუმცა გაკვეტილი ყველასთვის ! არავინ არავის სეირს არ უყურებს ლიზა იყო საჯარო პერსინა და ბუნებრივიც არის საზოგადოებას ეს ამბავი აიტერესებდა ! სამწუხაროდ გარკვეულმა პირებმა მისი ცნობადობა გამოიყენეს და მოირგეს გულშეწუხებულების იმიჯი მაგრამ ვის ვატყუებთ?", - წერს კრისტი ლაბაძე.
შეგახსენებთ, რომ ტრანსგენდერი, ლიზა ქისტაური, რომელიც მანამდე ცნობილი იყო როგორც გიორგი ქისტაური, ბელგიის ქალაქ ანტვერპენში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
ის ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში 11 დეკემბერს დაკრძალეს.