35 წლის კაცს, რომელსაც ლანჩხუთში ხე დაეცა, ქუთაისში ოპერაციას უკეთებენ - მისი მდგომარეობა მძიმეა
35 წლის კაცი, ლანჩხუთში მოგლეჯილი ხის დაცემის შედეგად დაშავდა. მისი მდგომარეობა მძიმეა.
მას ოპერაციას ქუთაისში უკეთებენ.
მედიკოსები კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ამბობენ, რომ მამაკაცის მდგომარეოაბა არის მძიმე, აქვს მრავლობითი მოტეხილობები, რომელიც მან ავტომობილში ჯდომის დროს ხის დაცემისას მიიღო.
ამ დროისთვის, დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ძლიერი ქარია.