თეგებით ძიება

მიმდინარეობს ბრძოლა იმისთვის, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს რას ამბობს დიმიტრი ხუნდაძე?

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლის, დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ახლა მიმდინარეობს ბრძოლა იმისთვის, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს, იმიტომ რომ მოქმედი ხელისუფლება არ ემორჩილება გარე დაკვეთებს.

„რეგიონში არის ღია დაპირისპირება დასავლეთსა და რუსეთს შორის უკრაინის ტერიტორიაზე. რუსეთის მხრიდან არაა გასაკვირი მისი ოკუპაციური ზრახვები, იმიტომ რომ ჩვენ ეს საკუთარ თავზე უკვე გამოვცადეთ.

ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ ფრთხილად. გასათვალისწინებელია ძალიან ბევრი ფაქტი, მაგალითად, ის, რომ უკრაინიდან მებრძოლები გვითვლიან, რომ ტანკებით შემოვლენ, თუმცა ეს საუბრები მათი მხრიდან არ დაწყებულა. გახსოვთ ალბათ ადამ კინზინგერის შეძახილი ამ მებრძოლების მიმართ, რომ ჩავიდნენ საქართველოში და გაყარონ იქიდან ხელისუფლების წარმომადგენლები. ეს არის განაცხადი შეიარაღებულ გადატრიალებაზე, იმიტომ რომ მშვიდობიანად ამ ხელისუფლებას ვერ ცვლის დესტრუქციული ძალა სააკაშვილის ხელმძღვანელობით. ხელისუფლების მთავარი მიზანი უნდა იყოს ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნება და დესტრუქციული პროცესების რეალიზების არ დაშვება“, - განცხადა ხუნდაძემ ქრონიკის“ ეთერში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა