125 სოფელს არ აქვს შუქი - სტიქია იმერეთში (ვიდეო)
იმერეთი სტიქიას ებრძვის. რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა.
ამ დროისთვის, 300-მდე შენობის სახურავი დაზიანებულია, 125 სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ასევე შეზღუდულია ბუნებრივი აირის მიწოდება. მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ავტომობილები, ჩახერგილია ქუჩები.