თეგებით ძიება

6 წლის უკრაინელი გოგონა, რომელიც ბომბებს თავს სარდაფში აფარებდა, გულის შეტევით გარდაიცვალა

უკრაინაში, ქალაქ ავდეევკაში, გულის შეტევით დაიღუპა 6 წლის გოგონა, რომელიც აფეთქებებისა და სროლების ფონზე თავშესაფრად ქცეულ სარდაფში ცხოვრობდა. 6 წლის გოგონას ოჯახი, ბებია და ბაბუა, ევაკუაციაზე უარს აცხადებდნენ. ინფორმაციას უკრაინული მედია UNIAN-ი ავრცელებს.

"6 წლის გოგონა ღამით გარდაიცვალა, წინასწარი ინფორმაციით, გულის შეტევით. გოგონა ავდეევკაში ბებიასთან და ბაბუასთან ცხოვრობდა. დედა საზღვარგარეთ სამუშაოდ იმყოფება, მამა კი გარდაცვლილი ჰყავს.

საღამოს გოგონამ ხელ-ფეხში მგრძნობელობა დაკარგა. სამწუხაროდ, არანაირი მექანიზმი არ არსებობს ბავშვების ქალაქიდან სურვილის საწინააღმდეგოდ გაყვანის. ჩვენ მუდმივად მივმართავთ სახელმწიფო დეპუტატებს ამ კანონის მიღების საკითხზე, ვინაიდან უპასუხისმგებლო მშობლები ბავშვებს საფრთხეს უქმნიან," - განაცხადა ავდეევკას სამხედრო-სამშვიდობო ადმინისტრაციის უფროსმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა