საქარველოში მყოფი უკრაინელი ბავშვები ერთჯერადად 470 ლარს მიიღებენ
საქართველოს მთავრობა, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, მოწყვლად უკრაინელ ბავშვიან ოჯახებს დაეხმარება. ინფორმაციას UNICEF ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ის უკრაინული ოჯახები, რომლებიც საქართველოში 2022 წლის 1 თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ, თითოეულ ბავშვზე ერთჯერადად 470 ლარს მიიღებენ.