თეგებით ძიება

სამწუხაროა, მაგრამ საქართველოში შვილებისთვის მომავლის შექმნა შეუძლებელია - გოგი წულაია

პოლიტიკოსი, გოგი წულაია, რომელიც საფრანგეთში, ემიგრაციაში წავიდა და შემდეგ ცოლ-შვილიც წაიყვანა, ჟურნალ „სარკესთან“ ამბობს, რომ მისი აზრით საქართველოში შვილებისთვის მომავლის შექმნა შეუძლებელია.

„შვილებისთვის ასე ვამჯობინეთ. სამწუხაროა, მაგრამ მიწევს თქმა, რომ საქართველოში შვილებისთვის მომავლის შექმნა შეუძლებელია. გადავწყვიტეთ, გამოვრიდებოდით ქვეყანას, რომლის ხელისუფალნიც ჩემი პოლიტიკური საქმიანობით, რბილად რომ ვთქვა, მოხიბლულები არ იყვნენ… ვიდრე ესენი იქნებიან ხელისუფლებაში, ჩემს ადგილს საქართველოში ვეღარ ვხედავ…

აქ ფრანგული სახელმწიფო სიკვდილის და შიმშილის საშუალებას არ მოგცემს. ვერ წარმოიდგენთ, რა თანხას ხარჯავენ, თუნდაც საქართველოდან ჩამოსული ადამიანები, რომლებიც ავად არიან. აქ 80% სამკურნალოდ არის ჩამოსული და მათ უდიდესი ყურადღება ექცევათ…“, - ამბობს წულაია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა