თეგებით ძიება

„არც მჭირდება და არც მაინტერესებს სხვა არაფერი, მიშას სიცოცხლის გარდა !“ – მეგი გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა არჩევნებში ჩართული არ არის, თუმცა მაინც უწევს პროცესებისთვის თვალ-ყურის დევნება.

„ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული, პირველი არჩევნებია, რაზეც გული მერევა და არანაირი ფორმით არ ვარ ჩართული, ოღონდ ჩემგან დამოუკიდებლად მიწევს პროცესებისთვის თვალ-ყურის დევნება და ვიტყვი, მითხარი ვინ არის, შენი ამომრჩეველი და გეტყვი, ვინ ხარ შენ!

ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ, რომ მთელი საქართველო, იშვიათი გამონაკლისის გარდა , აქაც და იქაც, სადაც არის, არის ქოცი , ოღონდ ბუნებრივი გადარჩევით არის შუაშისტი ქოცი, ნაც-ქოცი და ქოც-ქოცი!

მე რომელ კლასტერს მივაკუთვნებ საკუთარ თავს ვიცი რაღა თქმა უნდა, ოღონდ არ ვიტყვი... მითხარი ვინ არის, შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენო .. ჰოდა კი იცით ვინც ხართ, ჩემი მეგობრები აქაც და რეალურადაც... ჰოდა, თქვენ გენაცვალეთ. სხვა არც მჭირდება და არც მაინტერესებს არაფერი, მიშას სიცოცხლის გარდა!“ - წერს მეგი გოცირიძე.

ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული, პირველი არჩევნებია, რაზეც გული მერევა და არანაირი ფორმით არ ვარ ჩართული, ოღონდ ჩემგან...Опубликовано Megi Gociridze Четверг, 12 января 2023 г.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა