"მიწისქვეშა გადასასვლელშია ეს ქალი... სახლი არ მაქვს და ღამეს გარეთ ვათენებო. გაიყინება. რით უნდა დავეხმაროთ?" - რა ინფორმაციას ავრცელებს გოგა ჩანადირი?
ფოტოხელოვანი და სამოქალაქო აქტივისტი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს ქალზე, რომელიც ქუჩაშია და თავშესაფარი არ გააჩნია.
"ქაშუეთის წინ, მიწისქვეშა გადასასვლელშია ეს ქალი, ია ჰქვია.
სახლი არ მაქვს და ღამეს გარეთ ვათენებო.
გაიყინება.
რით უნდა დავეხმაროთ?", - წერს ჩანადირი.