თეგებით ძიება

"მიგრანტი დედა არ უნახავთ 5-7 წელია... ფეხსაცმელში 500 ლარს აძლევენ..." - რას წერს გურამ შეროზია ემიგრანტების შვილებზე?

ბლოგერი, გურამ შროზია სოციალურ ქსელში ემიგრანტთა შვილებს მიმართავს და ინტერესდება, რატომ არ ნახულობენ მშობლებს, რომლებიც უცხოეთში მუშაობენ.

"სულ მაინტერესებდა: აი ის გოგო-ბიჭები, სულ სისვეცკე ბრენდები რომ აცვიათ, ძვირიან რესტორნებში ჭამენ, ახალ სახლს იშენებენ და ემიგრანტი დედა არ უნახავთ 5-7 წელია...
ფული არ აქვთ? ფეხსაცმელში 500 ლარს აძლევენ და ქუთაისიდან 150 ლარიანი ფრენა ვერ შეიძინეს იტალიამდე, ან საბერძნეთამდე?
თუ უვიზო რეჟიმი რომ გვაქვს არ ახსოვთ?
თუ სამი დღეც ვერ მოიცალეს - იმდენს მუშაობენ?
უფრო იტალია საბერძნეთზე მაქვს საუბარი, თორემ ამერიკა და ა.შ. ვიცი, რომ რთულია.
მართლა მაინტერესებს მიზეზი. მზად ვარ დაგაკვალიანოთ, იქნებ არ იციან იაფი პირდაპირი ფრენების შესახებ?
მზად ვარ მე დაგიგეგმოთ ვიზიტები, მართლა დაგეხმარებით, ემიგრანტებისთვის არასდროს დამენანება ჩემი დრო", - წერს შეროზია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა