"მადლობა გიული ალასანიას იმისთვის, რომ..." - რას წერს კონსტანტინე მორგოშია?
"ალტ-ინფოს" დამფუძნებელი, კონსტანტინე მორგოშია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედასაც მიმართავს.
"დიდი მადლობა ნაცებს 100 თანამედროვე საავადმყოფოსთვის, მადლობა ქოცებს 1000 ახალი ქარხნისთვის, რომელიც სავარაუდოთ ნაცების იმ 100 ახალი საავადმყოფოს გვერდით არის აშენებული, რომელიც დღემდე ვერავინ მიაგნო. მადლობა გიული ალასანიას იმისთვის, რომ მიშა დედის ერთაა და მეტი არ გააჩინა, მისი მსგავსი ვაჟკაცი.
მადლობა ყველას!!! რა კარგია ნატოსა და ევროზონის ღია კარებს შორის დგომა, რომლის გამოც 30 წელია ,, სკვაზნიაკში" ვართ", - წერს მორგოშია.