ლიდერობის მნიშვნელობა
ლიდერობა მენეჯმენტის მნიშვნელოვანი ფუნქციაა, რომელიც ხელს უწყობს მუშაობის ეფექტურობის მაქსიმალურ ზრდას და ორგანიზაციული მიზნების მიღწევას. ლიდერი იწყებს მოქმედებას - ასრულებს პოლიტიკასა და გეგმებს ხელქვეითებთან კომუნიკაციით. ლიდერი თანამშრომლებისთვის მოტივაციურ როლს თამაშობს. ასევე ლიდერს ევალება არა მხოლოდ ზედამხედველობა, არამედ ხელმძღვანელის ფუნქციის შესრულებაც. ამ შემთხვევაში, ხელმძღვანელობა გულისხმობს ხელქვეითებისთვის ინსტრუქციის მიცემას, თუ როგორ უნდა შეასრულონ თავიანთი სამუშაო ეფექტურად.
ნდობა მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომლის მიღწევაც შესაძლებელია ხელქვეითებისთვის მათი სამუშაო როლის მკაფიოდ ახსნით და მიზნების ეფექტურად შესასრულებლად სახელმძღვანელო მითითებების მიცემით. ასევე მნიშვნელოვანია თანამშრომლების პრობლემების მოსმენა. მორალის ამაღლება - მორალი ნიშნავს ნებაყოფლობით თანამშრომლობას, თანამშრომლების ერთგულებას სამუშაოს მიმართ და მათი ნდობის მოპოვებას. ლიდერმა უნდა შეძლოს სრული თანამშრომლობის მიღწევა, რათა ხელქვეითებმა მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები, როდესაც ისინი მიზნების მისაღწევად მუშაობენ.
ეფექტური სამუშაო გარემო ხელს უწყობს ჯანსაღ და სტაბილურ წინსვლას. ამიტომ, ლიდერმა უნდა გაითვალისწინოს ადამიანური ურთიერთობები. მას უნდა ჰქონდეს პირადი კონტაქტები თანამშრომლებთან და მოუსმინოს მათ პრობლემებს და მოაგვაროს ისინი.
კოორდინაცია მიიღწევა პირადი ინტერესების ორგანიზაციულ მიზნებთან შეჯერების გზით. ამ სინქრონიზაციის მიღწევა შესაძლებელია სწორი და ეფექტური კოორდინაციით, რაც ლიდერის მთავარი მოტივი უნდა იყოს.
https://www.managementstudyguide.com/importance_of_leadership.htm?fbclid=IwAR1ew5v5MYWwXmPWZWPpdFO44m15YIO7UwwELC93S6gcLU9fIvQUm6PUbo0