ტრაგედია ლანჩხუთში - ძლიერ ქარს ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
გურიაში, ლანჩხუთში ძლიერ ქარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
აღნიშნულ ფაქტს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ადასტურებს.
შემთხვევა დილით სოფელ ლესაში მოხდა.
მიმავალ ავტომობილს ხე დაეცა და მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა.