"ადამიანებს აქვთ უდიდესი საჭიროება, მიიღონ სერვისი, მაგრამ არა აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ფასიანი მომსახურება" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე?
ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებსაც ფსიქოლოგთან ვიზიტი ესაჭიროებათ, თუმცა ამის ფინანსური სახსრები არ გააჩნიათ.
"როგორც კი გვაქვს უფასო თერაპიის პროგრამა, ნახევარ საათში ივსება ადგილები, რომელიც რათქმაუნდა, ულიმიტო შეუძლებელია იყოს. მსურველთა ურიცხვი წერილის პასუხს კი ადმინი ალბათ ერთი კვირის განმავლობაში ან დაასრულებს, ან ვერა. ადამიანებს აქვთ უდიდესი საჭიროება, მიიღონ სერვისი, მაგრამ არა აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ფასიანი მომსახურება. სახელმწიფოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სტრატეგია, ჰქონდეს პროგრამები, რომ ხალხი იყოს მაქსიმალურად მოვლილი. მხოლოდ ფსიქიკურად სტრესგამძლე საზოგადოება შეძლებს იყოს ასჯერ მეტად პროდუქტიული, იმედიანი, ძლიერი, შრომისუნარიანი და რაც მთავარია, სიცოცსლის მიმართ კეთილგანწყობილი, მომღიმარი.
განა იმედი მაქვს, რომ ვინმე შეისმენს, ვისაც უნდა ესმოდეს, უბრალოდ დარდი გაგიზიარეთ", - წერს ფსიქოლოგი.