თეგებით ძიება

გმადლობთ, ბიჭებო - ზელენსკი უკრაინელ მებრძოლებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში, მადლობა გადაუხადა უკრაინელ ჯარისკაცებს, რომლებიც იცავენ ქალაქ სოლედარს.

"განსაკუთრებით დღეს მინდა ხაზი გავუსვა 77-ე ცალკეული საავიაციო ბრიგადის მედესანტეებს, რომლებიც სოლედარში 46-ე ცალკეული საავიაციო ბრიგადის მებრძოლებთან ერთად იკავებენ პოზიციებს და მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ მტერს. გმადლობთ, ბიჭებო!" - თქვა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, სოლედარში სიტუაცია კრიტიკულია, ადგილზე უმძიმესი ბრძოლები მიმდინარეობს. რუსეთმა რამდენჯერმე გაავრცელა ცნობა, რომ ქალაქი აიღეს, რასაც უკრაინული მხარე არ ადასტურებს.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა