თეგებით ძიება

ელექტროენერგია არ მიეწოდება 114 ადმინისტრაციულ ერთეულს - ძლიერმა ქარმა სამეგრელო-ზემო სვანეთში საზოგადოებას სერიოზული ზიანი მიაყენა

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ მუნიციპალიტეტში სტიქიისგან გასულ ღამეს მიყენებულ ზარალზე საუბრისას განაცხადა, რომ დაზიანდა 966 კერძო საცხოვრებელი სახლის და 38 საცხოვრებელი კორპუსის, ორი ამბულატორიის შენობის, ხუთი საბავშვო ბაღის, ხუთი საჯარო სკოლის, 10 ადმინისტრაციული შენობის სახურავი.

ამასთან, გეგუჩიამ მოსახლეობას მოუწოდა, რომ გადაუდებელი აუცილებლობის გარდა გარეთ არ გავიდნენ, ხოლო დახმარების შემთხვევაში დარეკონ მუნიციპალიტეტებში ამოქმედებულ ცხელ ხაზებზე.

„პირველ რიგში მინდა, მადლობა გადავიხადო უამრავ ადამიანს, რომელიც ამ ურთულეს მეტეოროლოგიურ პირობებში, ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად მუშაობს, რათა სხვების უსაფრთხოება იყოს დაცული, ვგულისხმობ მუნიციპალურ სამსახურებს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“, „სოკარის“ ავარიულ ჯგუფებს, სამაშველო სამსახურს.

გასულ ღამე არ იყოს ჩვენთვის მარტივი, უკვე გვაქვს პირველადი მონაცემები, რა რაოდენობის ზარალი მოგვაყენა სტიქიამ. სტიქიურმა მოვლენებმა მუნიციპალიტეტებში გამოიწვია სხვადასხვა ინფრასტრუქტურისა და საკუთრების დაზიანება. დაზიანდა 966 კერძო საცხოვრებელი სახლის და 38 საცხოვრებელი კორპუსის, ორი ამბულატორიის შენობის, ხუთი საბავშვო ბაღის, ხუთი საჯარო სკოლის სამი საჯარო სკოლის დარბაზისა და 20 ადმინისტრაციული შენობის სახურავი. ელექტროენერგია არ მიეწოდება 114 ადმინისტრაციულ ერთეულს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფების მიერ მიმდინარეობს 24- საათიან რეჟიმში მუშაობა. გვიან ღამით აბაშაში სოფელ მარანში დოლიძეების სახლს ქარმა სახურავი მთლიანად გადახადა, იყო სახლის დანგრევის საფრთხე, ამიტომაც აბაშის მერთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება და ოჯახი გადავიყვანეთ სასტუმროში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა