„მაგნიტსკის სიას" მსუსხავი ეფექტი ექნება - რას ამბობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი?
ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, „მაგნიტსკის სიას“ მსუსხავი ეფექტი ექნება.
„სია ნახა მიხეილ სააკაშვილმა, ახლა ეს იგზავნება ამერიკაში ამერიკელ ადვოკატთან და იმ ჯგუფთან, რომელიც მუშაობს საზღვარგარეთ და საბოლოო ვარიანტს მიიღებს ეს ჯგუფი, თან კიდევ გაგრძელდება მუშაობა. ზუსტდება ეს სია და ზუსტი რიცხვის დასახელება გაჭირდება, რადგან იკლებს-იმატებს მტკიცებულებების საკმარისობის კუთხით და აშ. ამ სიის მიზანია მსუსხავი ეფექტი და ექნება კიდეც“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
ცნობისთვის, სიაში მოხვდება ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მკურნალობას "აფერხებს".