უკრაინის ხელისუფლებაში მყოფებს ომი უნდათ - რას ამბობს რუსეთის ელჩი თურქეთში?
რუსეთის ელჩი თურქეთში, ალექსეი იერხოვი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლებაში მყოფებს რუსეთთან ომი უნდათ.
"შეიარაღებული კონფლიქტის გაგრძელება რუსი და უკრაინელი ხალხების საერთო უბედურებაა. კიევი ახლა არ არის მზად მშვიდობისთვის, ის მოლაპარაკებების დასაწყებად სხვადასხვა პირობების წამოყენებას ცდილობს და სურს, რომ იურიდიულ დონეზე მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობა აკრძალოს.
რუსეთმა შობის დღეს კეთილგანწყობის ნიშნად ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, მაგრამ ამას უკრაინამ დაბომბვით უპასუხა. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მათ, ვინც კიევში ხელისუფლებაში არიან, ომი უნდათ“, - განაცხადა იერხოვმა.