"3 თვის ჩვილი დაიღუპა. დედამ შვილის სუნთქვა რომ ვერღარ იგრძნო, გული გაუსკდა და ადგილზე დაიღუპა" - ტრაგედია საქართველოში
ჟურნალისტი, ქეთი ქარდავა სოციალურ ქსელში ტრაგიკულ ისტორიას აზიარებს.
"ტრაგედია საგარეჯოში
ძალიან მიმძიმს ამ სულის შემძვრელი ამბის მოყოლა..
29 დეკემბერს, საგარეჯოში 3 თვის ჩვილი დაიღუპა. დილით, როდესაც მისმა დედამ შვილის სუნთქვა ვერღარ იგრძნო, მასაც გული გაუსკდა და ადგილზე დაიღუპა.
ახლა მისი ობლად დარჩენილი ოთხი შვილი, რომელიც ეპილეფსიით დაავადებული ბებიის იმედად დარჩნენ, გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება. მათ, ჩვენი დახმარება სჭირდებათ.
ბავშვები, რომლებიც ამ ოჯახში ცხოვრობენ:
ტარიელი, 18წლის.
ქეთი,14წლის.
კონსტანტინე, 8წლის.
რეზი, 5წლის.
ისე, როგოეც არასდროს, ახლა დავუდგეთ ამ ოჯახს გვერდით.ამ ტკივილს, რაც ახალ წელს, ამ ოჯახმა განიცადა, ვერაფერი შეამსუბუქებს, თუმცა მცირედით მაინც შევძლოთ, გვერდში დგომა.
ბავშვის ასაკები და სქესიც მითითებულია, ვისაც რა შეგვიძლია.ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და საკვები. ხვალ, ნუ იყიდით ერთ კოლას, საღეჭ რეზინს ან თუნდაც შოკოლადს და ის თუნდაც 1 ლარი, გაიღე მათთვის", - წერს ჟურნალისტი.