მიხეილ სააკაშვილის მოწამვლასთან დაკავშირებით, უკრაინის მართლმსაჯულებამ აქტიური კვლევა დაიწყო - გიული ალასანიას სპეციალური განცხადება
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მოწამვლასთან დაკავშირებით, უკრაინის მართლმსაჯულებამ აქტიური კვლევა დაიწყო.
„კახექსიური პროცესები გრძელდება და ღრმავდება. ამაზე ექიმები უკვე დიდი ხანია ლაპარაკობდნენ. ცოტა ხნის წინ, ამერიკელი ექსპერტიც ლაპარაკობდა ამაზე. სახარბიელო მდგომარეობა ნამდვილად არ არის, დღითიდღე უარესდება.
რაც შეეხება მეორე მხარეს, უკრაინული მხარე ძალიან გააქტიურებულია. უკრაინის მართლმსაჯულებამ აქტიური კვლევა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის მოწამვლასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიული ალასანიამ.