თეგებით ძიება

ზუგდიდელებს ქარმა ნაძვის ხე "მოპარა" - რატომ დაშალეს ახალი წლის მთავარი ატრიბუტი ნაადრევად?

ზუგდიდში, მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დაშალეს, მიზეზი უამინდობა და ძლიერი ქარია.

ნაძვის ხის დემონტაჟის გადაწყვეტილება ზუგდიდის მერიამ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მიიღო.

ძლიერ ქარს სამეგრელოში მესამე დღეა ებრძვიან. სტიქიის გამო წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროგანათების ბოძები, წყლისა და გაზის მილები. ქარმა დააზიანა 966 შენობა, მათ შორის სკოლების, ბაღების, საცხოვრებელ კორპუსებსა და კერძო სახლების სახურავები.

ქარის გამო, მოსახლეობის ნაწილს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია. ადგილზე მუშაობენ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

ამოქმედებულია ცხელი ხაზი, მუნიციპალიტეტებში მობილიზებულია შესაბამისი ჯგუფები, რათა საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს დახმარება გაუწიონ. პარალელურად მიმდინარეობს ზარალის აღწერა.

ამ დროისთვის, სტიქიას ებრძვიან დასავლეთ საქართველოს სამ რეგიონში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა