"მთელი ნეაპოლი სკანდირებს "კვარა, კვარა"... 180 ქართველი სპეციალურად ხვიჩა კვარაცხელიას მხარდასაჭერად ჩავფრინდით" - რა ინფორმაციას ავრცელებს დათო ლიკილაძე?
ჟურნალისტი, დათო ლიკლიკაძე ნეაპოლშია, სადაც ის სხვა ქართველებთან ერთად "ნაპოლის" ქართველ გულშემატკივარს, ხვიჩა კვარაცხელიას უქომაგებს დღეს გასამართ შეხვედრაში.
"გუშინ ნეაპოლში ჩავფრინდით 180 ქართველი სპწციალურად ხვიჩა კვარაცხელიას მხარდასაჭერად. დღეს მივემგზავრებით მარადონას სახელობის სტადიონზე ქართული დროშებით. მთელი ნეაპოლი სკანდირებს "კვარა, კვარა"...
ასეთი შეგრძნება, რომ ქართველი ხარ და ყველას უყვარხარ არასდროს მქონია", - წერს დათო ლიკლიკაძე.