თეგებით ძიება

ძლიერი ქარის გამო 567 ობიექტი დაზიანდა - იმერეთში სტიქიის გამო მიყენებულ ზარალს ითვლიან

იმერეთის რეგიონში, ძლიერი ქარის შედეგად სულ 567 შენობას ნაწილობრივ, ან სრულად აქვს სახურავი გადახდილი, აქედან 333 არის კერძო სახლი, 176 მრავალბინიანი სახლი, 39 სახელმწიფო ობიექტი და 19 ბიზნეს ობიექტია.

იმერეთში ძლიერი ქარის შედეგად მეოთხე დღეა, ინფრასტრუქტურა ზიანდება. 12-ვე მუნიციპალიტეტში გარკვეული პრობლემებია შექმნილი. მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას უწევენ დახმარებას.

მოსახლეობის ნაწილს კვლავ შეზღუდვით მიეწოდება ელექტროენერგია, წყალი და ბუნებრივი აირი. პრობლების მოგვარების მიზნით სამუშაო ჯგუფები მთელი დღის მანძილზე მუშაობენ.


წყარო - "ტვ პირველი"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა