თავი შეიკავეთ პიროტექნიკის გამოყენებისგან - იმერეთის გუბერნატორი მოსახლეობას მიმართავს
იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის თქმით, მოსახლეობამ ამაღამ თავი უნდა შეიკავოს პიროტექნიკის გამოყენებისგან.
ამასთან, ზვიად შალამბერიძემ აღნიშნა, რომ პიროტექნიკის გამოყენებისგან, შესაძლოა, ხანძარი გამოიწვიოს.
„მეოთხე დღეა, გრძელდება სტიქია იმერეთის რეგიონში. რეგიონის მასშტაბით, დღეისთვის 600-მდე შენობა გვაქვს დაზიანებული. ამ ეტაპზე 150-მდე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება, გვაქვს პრობლემები გაზისა და წყლის მიწოდების კუთხითაც, თუმცა შესაბამისი ჯგუფები როგორც აქამდე, ახლაც პრობლემების აღმოფხვრაზე 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.
რაც შესაძლებელია, ყველა სახის სამუშაოებს მოკლე დროში ვახორციელებთ. აქვე, მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით იმერეთის მოსახლეობას და ვთხოვო, რომ დღეს, ღამით მაქსიმალურად ყველამ შევიკავოთ თავი პიროტექნიკის გამოყენებისგან. იცით, რომ ქარი ძლიერია, ძალიან ბევრი შენობის სახურავია გადახდილი და არის საშიშროება, რომ წარმოიქმნას ხანძრები. გთხოვთ, გავითვალისწინოთ და ნუ მივაყენებთ ზიანს ერთმანეთს“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.