ფოთში ქარმა 32 კორპუსისა და 120 კერძო სახლის სახურავი დააზიანა
ფოთის მერიის პირველადი მონაცემებით, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულია - 32 მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინა, 120 კერძო სახლის, 4 საჯარო სკოლის, 1 საბავშვო ბაღის სახურავი.
მნიშვნელოვნად დაზიანდა სკვერები, მინი მოედნები, ტროტუარები, ელექტრო გადამცემი სადენები და ბოძები, საახალწლო განათებები. მოგლეჯილია ათეულობით მრავალწლოვანი ხე.
ქალაქში აღდგა ბუნებრივი აირის და წყლის მიწოდება, თუმცა ელექტრო ენერგია არ მიეწოდება ქალაქის გარკვეულ უბნებს.