თეგებით ძიება

ქვეყანა სავსეა სერიოზული თემებით, რაზე საუბარსაც ყველა გაურბის - რას ამბობს იაგო ხვიჩია?

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ე.წ. მაგნიტსკის სიაზე მუშაობისას „ნაციონალური მოძრაობა“ დროს კარგავს.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, ასეთი სია არ შეიქმნება, მით უფრო, პოლიტიკოსებისა და „ნაცმოძრაობის“ მიერ, მათ მიხეილ სააკაშვილიც მოუწოდებს, რომ საქმე არასამთავრობო ორგანიზაციებს დაუთმონ.

„არასამთავრობო ორგანიზაციებს კი დიდი გულმოდგინება არ ეტყობათ. „ქართულ ოცნებას“ აწყობს ასეთ არასერიოზულ თემებზე საუბარი, როცა ქვეყანა სავსეა სერიოზული თემებით, რაზე საუბარსაც ყველა გაურბის. „ქართულ ოცნებას“ აწყობს, ილაპარაკოს მიხეილ სააკაშვილის კუჭის მოქმედებაზე ან „ნაცმოძრაობის“ მიერ ე.წ. მაგნიტსკის სიის შედგენაზე. ეს არის „ქართული ოცნების“ ოცნება და მათ ამაში ჩვენი კოლეგები შეგნებულად ან გაუთვითცნობიერებლად ეხმარებიან“, – განაცხადა ხვიჩიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა