არ გვესმის რა ვითარებაში ვართ? - ვლადიმერ პუტინმა საკუთარი მინისტრის საჯარო კრიტიკა დაიწყო
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საჯაროდ გააკრიტიკა ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავების შეკვეთების შესრულებისას ძალიან ნელა მოქმედების გამო.
"ძალიან დიდი დრო სჭირდება! ძალიან დიდი დრო. არ გვესმის რა ვითარებაში ვართ?" - თქვა პუტინმა მინისტრებთან ონლაინ შეხვედრის დროს.
მან უსაყვედურა მინისტრ დენის მანტუროვს 2023 წელს სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავების კონტრაქტების არარსებობის გამო და მოუწოდა კომპანიებს დააჩქარონ პროცესი, რათა შეასრულონ შეკვეთები.