თეგებით ძიება

„სააკაშვილის სიაში“ პირველი უნდა იყოს თვითონ მიშა - რას ამბობს დიმიტრი ხუნდაძე?

უმრავლესობის დეპუტატი , “ხალხის ძალის“ წევრი, დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ „სააკაშვილის სიაში“ პირველი თავად მსჯავრდებული პრეზიდენტი უნდა იყოს.

„თუკი ვინმე აპირებს ამ სიის შედგენას და ეს მათი გაგებით უნდა იყოს, თუ ვინ მიიღო მიხეილ სააკაშვილის წამებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაში მონაწილეობა, ვფიქრობ, ჯერ უნდა დადასტურდეს ასეთი ფაქტი და შემდეგ შეეცადონ ამ სიის შედგენას. თუ დადასტურებამდე აპირებენ ამდაგვარი სიის შედგენას, ვფიქრობ, პირველი ამ სიაში უნდა ჩაწერონ თავად მიხეილ სააკაშვილი, რადგან მისი ჯანმრთელობის ზიანი დადასტურებულად მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო: გამოაცხადა შიმშილობა, უარი თქვა ინსტრუმენტულ კვლევებზე და არ ასრულებს ექიმების რეკომენდაციებს, ეს ყველაფერი დადასტურებულია.

ასევე, ერთ- ერთმა მისმა ექიმმა, ექსპერტმა თქვა, რომ ის ხშირად იღებდა ალკოჰოლს, რაც საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა, ამიტომ სიაში პირველი უნდა იყოს თვითონ,“ - განაცხადა ხუნდაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა