თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, „მაგნიტსკის სია“ არ შედგება - რას ამბობს იაგო ხვიჩია?

„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას თქმით მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „მაგნიტსკის სია“ არ შედგება.

"არ მჯერა, რომ „მაგნიტსკის სია“ გამოვა. სია არ შედგება - ასეთი სია არ შეიქმნება, მით უფრო პოლიტიკოსების და მით უფრო „ნაცმოძრაობის“ მიერ. მათ მიხეილ სააკაშვილიც მოუწოდებს, რომ საქმე არასამთავრობო ორგანიზაციებს დაუთმონ. NGO-ებს კი დიდი გულმოდგინება არ ეტყობათ.

„ქართულ ოცნებას“ აწყობს ასეთ არასერიოზულ თემებზე საუბარი - როცა ქვეყანა სავსეა სერიოზული თემებით, რაზეც საუბარს ყველა გაურბის, „ქართულ ოცნებას“ აწყობს ილაპარაკო მიხეილ სააკაშვილის კუჭის მოქმედებაზე ან „ნაცმოძრაობის“ მიერ „მაგნიტსკის სიის“ შედგენაზე - ეს არის „ქართული ოცნების“ ოცნება და ამაში მას ჩვენი კოლეგები შეგნებულად ან გაუთვითცნობიერებლად ეხმარებიან“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, სიაში მოხვდება ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მკურნალობას "აფერხებს".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა