თეგებით ძიება

რუსეთი ორმილიონიანი არმიის შექმნას ცდილობს - რა ინფორმაცია გახდა ცნობილი?

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი ორმილიონიანი არმიის შექმნას ცდილობს.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, მობილიზაციის ახალი ტალღისთვის, რუსეთის კანონმდებლობაში ცვლილებები შედის და ასევე გაწვეული მოქალაქეებისთვის სასწავლო ცენტრებს ამზადებენ.

„უკრაინის სამხედრო დაზვერვა არ გამორიცხავს, ​​რომ რუსეთის ხელმძღვანელობა უახლოეს დღეებში გამოაცხადებს მობილიზაციის შემდეგ ტალღას. კიდევ 500 ათასი ადამიანი შევა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში, რაც ტერორისტ ქვეყანას საშუალებას მისცემს, შექმნას სტრატეგიული რეზერვები“, – აღნიშნულია უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა