თეგებით ძიება

ერთი-ერთში ჯდება რუსეთის ინტერესებში ის, რასაც „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი აკეთებდნენ - რას ამბობს ირაკლი ზარქუა?

„ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ რთი-ერთში ჯდება რუსეთის ინტერესებში ის, რასაც „ნაცმოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი აკეთებდნენ.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ქართული ინტერესების დამცველი გუნდია.

„ჩანაწერიდან ჩანს, თურმე სააკაშვილის გადაადგილება შეთანხმებული უნდა იყოს რუსეთთან და ის აკვირდება, რამდენად მოეწონებათ და თანხმობას მისცემენ თუ არა. თურმე, ერთ-ერთი არხი მარაგდება „კაგებეს“ მიერ. ავთენტურია თუ არა ჩანაწერი, ამაზე უარი თქვეს. ვთქვათ, გიული ალასანია ავთენტურობისთვის ადგილობრივ ორგანიზაციებს არ ენდობა, საერთაშორისოს მიმართოს. იმასაც არ ენდობა? რაც თქვა, მისი აზრია. კი ბატონო, ნამდვილად ასეა, ჩვენც ვუდასტურებთ, რაც თქვა, სწორია. ყოველთვის ვამბობდით, რომ ერთი-ერთში ჯდება რუსეთის ინტერესებში ის, რასაც „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი აკეთებდნენ. სწორედ ეს არ თქვა? საქართველოში სააკაშვილის ჩასვლას რუსეთი როგორ მიიღებსო. ჩვენ ჩვენს გადაწყვეტილებას არ ვუთანხმებთ, მით უმეტეს, მტერს და ოკუპანტს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა