გურამ ბაღდოშვილი საავადმყოფოდან გაწერეს
შეფმზარეული, გურამ ბაღდოშვილი კლინიკიდან გაწერეს.
ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შეფმზარეული მძიმე ტრავმის შემდეგ ეთერს უბრუნდება და ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს საქმიანობას.
ბაღდოშვილი საკუთარი მაგალითის გათვალისწინებით, ყველას მოუწოდებს, საახალწლო ასაფეთქებელი საშუალებები არასოდეს იყიდონ.
შეგახსენებთ, რომ ბაღდოშვილს პიროტექნიკა ახალი წლის ღამეს აუფეთქდა.