ვითარება, რომელიც ახლა „ნაციონალურ მოძრაობაშია“, კომედი შოუს სერიალს ჰგავს - რას ამბობს ირაკლი ზარქუა?
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში, თუ იქნება გაყალბება, მოსყიდვა, ხელების გადაგრეხა, არჩევნების ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ დავსვამენ.
მისივე თქმით, ვითარება, რომელიც ახლა „ნაციონალურ მოძრაობაშია“, კომედი შოუს სერიალს ჰგავს.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველა ლიდერს, ვინც მონაწილეობას იღებს, მოვუწოდებთ, რომ დაიცვან სამართლიანი არჩევნების უფლება, არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩაატარონ. მე ჩემი არჩევანი მაქვს, მაგრამ ჩამეთვლება, რომ გავლენა მაქვს, ამიტომ თავს შევიკავებ, თუმცა, ცნობილია ესეც - ე მანდ, ჩემი „ხაბე“ არ დაიჩაგროს, უნდა გაიმარჯვოს სიმართლემ, კომპეტენციამ, დნმ-ის კოდმა", - განაცხადა ზარქუამ.