თეგებით ძიება

"სამწუხაროდ, კოვიდის ახალი ვარიანტი აღმოჩნდა უფრო გადამდები, ვიდრე ეგონათ... მოიმარაგეთ პირბადეები და სიცხის დამწევები" - გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას აფრთხილებს

პროფესორი, გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას აფრთხილებს და წერს, რომ ჩინეთში აღმოჩენილი კოვიდის ახალი ვარიანტი სწრაფად გადამდებია, ამიტომ ქართველებს პირბადეებისა და სიცხის დამწევი მედიკამენტების ყიდვისკენ მოუწოდებს.

"სამწუხაროდ, ჩინეთში კოვიდის ახალი ვარიანტი აღმოჩნდა უფრო გადამდები, ვიდრე ეს ვინმეს ეგონა. დღეის მდგომარეობით, უკვე 900 მილიონი ადამიანი არის დაინფიცირებული! კოვიდ ინფიცირება ფიქსირდება ძირითადად დიდ ქალაქებში (80-90%).
სამწუხაროდ, სავარაუდოდ, 2023 წლის 2 კვირაში, ერთ მილიონ ჩინელს კოვიდმა წაართვა სიცოცხლე.
ერთ კვირაში კი (21 იანვარი) ჩინეთში იწყება ახალი წლის დღესასწაულები და კოვიდი ქალაქებიდან უკვე ყველა სოფელშიც მიაღწევს!
ამ დროს საქართველოში, არ არის არც ეფექტური კოვიდ ვაქცინა, არც წამლები, არც სამოქმედო გეგმა, არც პირბადეების მარაგი, არც ჟანგბადის მარაგი, მაგრამ არის “ბატონების” აღნიშვნის გეგმა…
მოიმარაგეთ პირბადეები და სიცხის დამწევები. თუ იქნებით საფრანგეთში, აიცერით ბივალენტური ვაქცინით (ინსტრუქცია ჩემს ფაისბუკ კვერდზე დევს) დაადგინეთ ვინ არის თქვენი ოჯახის ექიმი", - წერს გიორგი ფხაკაძე.
#drpkhakadze
#გიორგიფხაკაძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა