გაავრცელეთ ინფორმაცია - გერმანიაში ქართველ კაცს ეძებენ
გერმანიაში ქართველი კაცი, ზაზა ხუციშვილი გაუჩინარდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
"ვეძებთ ზაზა ხუციშვილს!!! ბოლოს იმყოფებოდა ფრანკფურტში, ოჯახს არ შეხმიანებია ოქტომრის მერე. გთხოვთ, თუ ვინმეს გეცნობათ ან სადმე დაინახეთ, ნებისმიერი მცირედი ინფორმაცია მნიშვნელოვანი იქნება. მადლობა ყველას. (პ.ს სექტემბრის ფოტოა. მეინთალ არ ვიცი, სწორად ვწერ თუ არ ქალაქის სახელს, ამ ქალაქში უნდა გადასულიყო", - წერენ ფეისბუქგვერში "გერმანიის ქართული სათვისტომო"
მოგვიანებით, როგორც TIA.GE-სთან ოჯახის წევრმა განაცხადა, ის იპოვეს და მისი ადგილსამყოფელიც იციან.