თეგებით ძიება

სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებმა უნდა იგრძნონ, რომ რუსეთი მათთანაა - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მონაწილეების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, როცა ადამიანი იმყოფება იმ პირობებში, როცა მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ყურადღება არა მხოლოდ ახლობლების მხრიდან არის მნიშვნელოვანი, არამედ სახელმწიფოს მხრიდანაც. ხელისუფლება არის ადამიანის ქმედებებში მოტივაციის საკვანძო მომენტი“, - განაცხადა პუტინმა.

სამხედრო პერსონალისა და მათი ოჯახების მხარდაჭერის შესახებ რეგიონის მეთაურის მოხსენების მოსმენის შემდეგ, პუტინმა აღნიშნა:

"რასაც თქვენ აკეთებთ, ძალიან მნიშვნელოვანია. მე ბევრჯერ ვილაპარაკე და ვაგრძელებ ამაზე საუბარს. გმადლობთ, რასაც აკეთებთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მხარდასაჭერად, [იმისთვის], რომ მხარს უჭერთ ჩვენი ბიჭების ოჯახებს, რომლებიც იბრძვიან და იცავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ ქვეყანა არის მათთან ერთად, ქვეყანა მხარს უჭერს მათ და ესმის იმ როლისა და მისიის, რომელსაც ისინი ასრულებენ სპეცოპერაციის ფარგლებში“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა