თეგებით ძიება

"ციცქნა ცუგას 10 წლამდე ბავშვებმა ფეხი მოუქნიეს...ასწავლეთ შვილებს ცხოველებთან მოპყრობა და შეაყვარეთ ისინი!!" - რას შეესწრო ჟურნალისტი ქუჩაში?

ჟურნალისტი, ნათია ბერიძე ქუცაში ნანახ ისტორიას სოციალ ქსელში წერს და მშპბლებს მოუწოდებს, ბავშვებს ცხოველების სიყვარული ასწავლონ.

"სწავლეთ შვილებს ცხოველებთან მოპყრობა და შეაყვარეთ ისინი!! დღეს წერეთელზე ვიდექი გაჩერებაზე, უბანში გვყავს ულამაზესი პატარა ბალონკის მსგავსი ციცქნა ცუგა. რომელიც ყველაზე უწყინარია სამყაროში. მოდის თავისთვის აი არავის არაფერს უშავებს, უკან ორი ბავშვი მოყვება ალბათ ასე 2-3 მეტრის დაშორებით. გოგო და ბიჭი 10 წლამდე ორივე.უცებ ვხედავ დაუძახეს ძაღლს, ცუგა მიტრიალდა და დაელოდა ისინი მოუახლოვდნენ და წიხლი მოუქნიეს, აი სრულიად უწყინარი ძაღლი თავისთვის მიმავალი გააჩერეს დაუძახეს და წიხლი მოუქნიეს!!! წიხლი ცუგას აცდა, მეც რა თქმა უნდა იმ წამსვე ჩავერიე. ახლა რომ იმ ძაღლს ეკბინა, ვინ იქნებოდა დამნაშავე?! ძაღლი ხო?! კი!!! მერე იტყვიან “ჩემი შვილი მოდიოდა და ძაღლმა დაგლიჯა”, “აი სკოლიდან მოდიოდა ბავშვი თავისთვის, ეცა ქუჩის ძაღლი და დაკბინა” დარეკავენ მონიტორინგში ან გამოდებენ ვეებერთელა პოსტებს რომ ქუჩის ძაღლები იკბინებიან და ბავშვებს შიშით ვერ გაუვლიათ! ჩემი თვალით რომ არ მენახა მართლა ალბათ სხვისას ვერ დავიჯერებდი! გეყოფათ შვილებში ზიზღის თესვა ცხოველების მიმართ, ნუთუ რთულია ასწავლო შვილს რომ არ შეიძლება ასე მოქცევა?! შეიძლება არ გიყვარდეს, არ მოეფერო, გეშინოდეს და თავი აარიდო მაგრამ როცა არაფერს აშავებს და წიხლს უქნევ, რა რჩება?! თავის დაცვა და კბენა! ხოდა ახლა ვინმემ არ მითხრათ საშიშია ქუჩაში სიარულიო ოღონდაც რა! კი საშიშია ასეთი ხალხი რომ დადის დიდიან პატარიანად!", - წერია ნათია ბერიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა