რომელია მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ძაღლი? - მეცნიერებმა ახალი კვლევა ჩაატარეს
ექსპერტებმა კვლევების შედეგად დაადგინეს, რომ ბელგიური მალინო ყველაზე ჭკვიანია.
ამასთან, მეცნიერებმა 13 ჯიშის 1000-ზე მეტი ძაღლი კოგნიტიური და ქცევითი დავალებების კომპეტენტურობაზე შეამოწმეს.
მსოფლიოში არსებობს მოსაზრება, რომ ბორდერ კოლი თავისი სმენისა და მუშაობის უნარით ყველაზე ჭკვიანი ძაღლია. თუმცა, მეცნიერებმა კვლევების შედეგად დაადგინეს, რომ ბელგიური მალინოა, ასევე ცნობილი, როგორც ბელგიური ნაგაზი შესაძლოა ყველაზე ინტელექტუალი ძაღლი იყოს.
მალინოა ხშირად ჰყავთ მათ, ვისაც სჭირდება მყნოსველი ძაღლი, დაცვა ან პოლიციის ძაღლი. ამჟამინდელი კვლევებით დასტურდება, რომ იგი საუკეთესო არჩევანია, რადგან გამოირჩევა დამოუკიდებლობით, პრობლემების გადაჭრითა და ადამიანთან კონტაქტის სწრაფად ადაპტირების უნარით.
კვლევის მიხედვით, შეფასების 39 ქულიანი შკალიდან მალიონამ 35 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზე მას მოჰყვება ბორდერ კოლი 26 ქულით, ხოლო მესამე ადგილზე 25 ქულით მოსდევს ესპანური წყლის ძაღლი.
როგორც მეცნიერები ამბობენ, ტესტი ასევე გამოსადეგია იმისთვის, რომ გაიგო თუ რომელი ჯიში, რომელ ასპექტში უფრო ჭკვიანია.