თეგებით ძიება

არ შეიძლება, ყველაფერი პოლიტიკისა და პიარის ნაწილად გახდეს - რას ამბობს მიხეილ სარჯველაძე?

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ არ შეიძლება, ყველაფერი პოლიტიკისა და პიარის ნაწილად გახდეს.

მიხეილ სარჯველაძემ კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „სააკაშვილის მოწამვლასთან დაკავშირებით უკრაინაში გამოძიება დაიწყეს, ამის შესახებ უშუალოდ მომაწოდეს ინფორმაცია“

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, არ შეიძლება, ყველაფერი პოლიტიკისა და პიარის ნაწილად გახდეს, მით უმეტეს საკითხები, რომელიც სამართლებრივია, იურისდიქციები არსებობს.

„მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს ვინმე უკრაინის ხელისუფლებაში სააკაშვილს პოლიტიკურად გულშემატკივრობს, არ შეიძლება, ყველა წესი გვერდზე გადაიდოს და დარღვევით რაღაც პროცედურები წარიმართებოდეს. სუვერენული სახელმწიფო ვართ და ეს ყველაფერი ნუ გიხარიათ მხოლოდ იმიტომ, რომ შეიძლება სააკაშვილს გულშემატკივრობდეთ, თქვენი ქვეყნის უპატივცემულობა. მხოლოდ პიარის მოტივით და ფაქტების საწინააღმდეგოდ ერთი სახელმწიფოს მიერ მეორეს წინააღმდეგ აქტივობების დაგეგმვა არ არის ის, რაც უნდა გიხაროდეთ. წინასწარ ინსინუაციების დაგეგმვა ზოგიერთი თანამდებობის პირის მხრიდან უკრაინის ხელისუფლებაში ან ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, არ არის ის, რაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს განამტკიცებს“, – აცხადებს სარჯველაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა