თეგებით ძიება

უკრაინელი ჯარისკაცები სოლედარის დატოვებას არ აპირებენ - ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლი, ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ ქალაქ სოლედარს, უკრაინელი ჯარისკაცები არ დატოვებენ.

"უკრაინის შეიარაღებული ძალები ჯერ არ აპირებენ სოლედარის დატოვებას. რუსულენოვან სივრცეში სოლედარის შესახებ დისკუსიები რუსეთის დღის წესრიგში შევიდა. უნდა მოვუსმინოთ გენერალური შტაბის ანალიზს. მათ ძალიან მკაფიოდ თქვეს: უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობას უჭირავს სოლედარი, მასში ბრძოლები მიმდინარეობს. არა ყველა, რა თქმა უნდა, მაგრამ სოლედარის ნაწილი იმართება. სიტუაციას აკონტროლებს უკრაინა და ის წყვეტს რა გააკეთოს შემდეგ და არა რუსეთი.

თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები სოლედარს დატოვებენ, ეს გაქცევა არ იქნება. ეს იქნება სარდლობის დაგეგმილი გადაწყვეტილება, რომელიც ძალებს თავდაცვის ერთი ხაზიდან მეორეში გადაიყვანენ“, - განაცხადა არესტოვიჩმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა