თეგებით ძიება

თითქოს პოლიტიკური ნიშნის მიხედვით ვახდენთ სტიქიაზე რეაგირებას - რას ამბობს ქუთაისის მერი ოპოზიციაზე?

ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა, ოპოზიციას, იმის მაგივრად რომ მოსახლეობას დაეხმაროს, სპეკულაციებისთვის დრო რჩება.

მერმა მადლობა გადაუხადა ადამიანებს, რომლებიც სტიქიის დროს მოსახლეობას ეხმარებიან და 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

„მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე მე-4 დღეა 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და ეხმარებიან იმ ადამიანებს, რომლებსაც ახლა განსაცდელი აქვთ.

ქარმა დღეს მოიკლო და გვეძლევა იმის საშუალება, რომ დათვლილი ზარალი რეალურ დახმარებაში გადავიტანოთ.

მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ოპოზიცია, იმის მაგივრად რომ მოსახლეობას დაეხმაროს, სპეკულაციებისთვის დრო რჩება და თითქოს, პოლიტიკური ნიშნის მიხედვით ვაკეთებთ რეაგირებას - ეს არის აბსურდი! მაქსიმალურად, ყველა ადამიანთან მივდივართ. ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული და რამდენიმე დღეში ჩვენი მოსახლეობა ნახავს ამ დახმარების შედეგს. ზარალის გარკვეული ნაწილი დათვლი8ლია და ჩვენ ფაქტიურად, ორშაბათიდან შეგვიძლია დაიწყოთ საჭირო მასალების მოსახლეობამდე მიტანა“, - აღნიშნა იოსებ ხახალეიშვილმა "ქრონიკასთან".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა