ეს წელი გადამწყვეტია, აგრესორი უნდა დავამარცხოთ - რას ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი?
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსული ჯარები უკრაინის მიწაზე უნდა დამარცხდნენ.
მისი თქმით, „ეს წელი გადამწყვეტია“.
"აგრესორი უნდა დავამარცხოთ. ეს უნდა მოხდეს უკრაინის მიწაზე, სადაც ის მოვიდა. იმისთვის, რომ მოგვიანებით არ მოგვიწიოს ბრძოლა ევროპის სხვა ხალხების მიწებზე. ახლა კი - რუსეთმა არ უნდა მიიღოს შესვენება, არ უნდა ჰქონდეს დრო რეაბილიტაციისთვის და ვერ აღიდგინოს ძალა. ეს წელი გადამწყვეტია“, - განაცხადა ზელენსკიმ.